понедельник, 5 июня 2017 г.

ანბანთა დამშვიდობება Iა კლასში

2017 წლის 25 მაისს I - ა კლასის პედაგოგმა მაია ჯღარკავამ ჩაატარა ღონისძიება  „ანბანთან დამშვიდობება“. კლასის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებაში. ბავშვები გამართულად და გამომეტყველებით ამბობდნენ ლექსებსა თუ სიტყვებს, რომლებიც მიეძღვნა ქართულ ენას, უკვდავ ი. გოგებაშვილს, საქართველოს. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის მუსიკალური ნომრებითა და სცენარებით.

მოსწავლეებმა თავისი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება და მოეფერეს უკვდავ ბრძენკაცს, ძია იაკობს, რომელმაც გადაგვირჩინა და შეგვასწავლა მშობლიური ქართული. ისაუბრეს უნიკალურ ქართულ დამწერლობაზე და მის ისტორიაზე. გაიხსენეს „დედაენის“ ზოგიერთი გმირი და წარმოადგინეს სხვადასხვა სცენარები. ღონისძიება გამდიდრებული იყო შესაბამისი მუსიკალური ნომრებით, რამაც ის მრავალფეროვანი გახადა.
ღონისძიებას ესწრებოდა დირექცია და პედაგოგები.




        💑            💑




      💗      💗󠀩󠀩𝅺𝅺󠀠󠀫